ურბანისტ გიორგი ბაბუნაშვილის რეკომენდაციაა, გამოძიების დასრულებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკურ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდეს

ურბანისტ გიორგი ბაბუნაშვილის რეკომენდაციაა, გამოძიების დასრულებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკურ დირექტორს ლევან მეხრიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდეს, - ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისი აზრით, უფლებამოსილება ასევე უნდა შეუჩერონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნუგზარ ჭეიშვილსაც, რომელიც ახლა გენერალური დირექტორის მოადგილეა. ბაბუნაშვილის შეფასებით, მერიის გადაწყვეტილება, ყველა მეტროს სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ადეკვატურია.

„ვფიქრობ ეს იყო სრულიად ადეკვატური და საჭირო გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს, უფლებამოსილება შეუჩერონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკურ დირექტორს ლევან მეხრიშვილს და მის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნუგზარ ჭეიშვილს, რომელიც ამჟამად გენერალური დირექტორის პირველი მოადგილეა, რათა მათ გამოძიების მსვლელობაზე არ იმოქმედონ, თავიანთი სამსახურეობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ურბანისტის თქმით, კომპანია „ყვარელრემმშენი“ სრულიად არაკვალიფიციური იყო მსგავსი ტიპის რეაბილიტაციის ჩასატარებლად. როგორც ბაბუნაშვილმა განაცხადა, მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის შემდეგ უსაფრთხოების ექსპერტიზა არ ჩატარებულა, არამედ ჩატარდა მხოლოდ ფინანსურ ასპექტებთან დაკავშირებული ექსპერტიზა.

„რაც მე მოვისმინე, ჩატარდა მხოლოდ ფინანსური ექსპერტიზა, კერძოდ, რამდენად შეესაბამებოდა გადახდილი ღირებულება იმ სამუშაოს მოცულობას, რომელიც ჩატარდა“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა