მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზარდა

1-ელი თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა. კერძოდ, წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი - 1 000 ლარს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 257 წამყვანი და 9 მენტორი მასწავლებელია.

მისივე თქმით, ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის 700 ლარი იყო.

"ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურება 405 ლარს შეადგენს, რომელსაც დანამატები ემატება. მაგალითად, დამრიგებლის, დოქტორის, მაგისტრის სტატუსების მიხედვით. სტატუსის მიხედვით პრაქტიკოსი მასწავლებლის დანამატი 320 ლარია, წამყვანისთვის კი 500, ხოლო მენტორისთვის 700 ლარი იყო. ცვლილებებით კი წამყვანისა და მენტორის დანამატების გაზრდა მოხდა, რაც მასწავლებლისთვის ერთგვარად გარე მოტივატორია, რომ მეტი აქტივობა განახორციელოს, მოსწავლეებზე მეტად ორიენტირებული იყოს, რის შესაბამისადაც მისი ანაზღაურება გაიზრდება", - განმარტავს მანანა რატიანი Allnews.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა უკვე ორი წელია მოქმედებს. სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. პედაგოგებს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა