დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანდრეი კობიაკოვს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კეთილმეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც ყოველწლიურად ვითარდება.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი შეფასება მისცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დღეს არსებული მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის და სავაჭრო-ეკონომიკური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატებში, რომლის დროსაც მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობენ ქვეყნებს შორის დაახლოებას. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო პერიოდში იზრდება ორმხრივი ვაჭრობა საქართველოსა და ბელარუსს შორის, მაგალითად, 2017 წელს ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის 24%-ით გაიზარდა, ასევე მოიმატა ექსპორტის მაჩვენებელმაც - ზრდამ 50% შეადგინა წინა წელთან შედარებით. ამავე დროს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საკითხები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინოვაციები, სოფლის მეურნეობა, ერთობლივი სამრეწველო-საამწყობო საწარმოების განვითარება საქართველოში და სხვა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობაზე ტურიზმის სფეროში, რომლის ზრდასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის გაზრდამ. 2017 წელს საქართველოში 28 პროცენტით მეტი ბელარუსი მოგზაური ჩამოვიდა წინა წელთან შედარებით.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ეწვევა. შეხვედრაზე აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობა დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაახლოებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის სამეცნიერო-სამრეწველო, სოფლის მეურნეობის, აგროტურისტული საწარმოებისა და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიული პარკის საქმიანობას გაეცნობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო