ზიგმარ გაბრიელი - გერმანია მხოლოდ მაშინ გადაიტანს თელ-ავივიდან საელჩოს იერუსალიმში, როდესაც ისრაელსა და პალესტინას შორის შეთანხმება შედგება

გერმანია ისრაელში თავის საელჩოს თელ-ავივში დატოვებს მანამ, ვიდრე ისრაელსა და პალესტინას შორის შეთანხმება მიღწეული არ იქნება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა.

თელ-ავივში, ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას გაბრიელმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მხოლოდ მაშინ გადაიტანს საელჩოს იერუსალიმში, როცა შეთანხმება შედგება.

„გერმანია ელოდება იმ დღეს, როდესაც შეეძლება ისრაელში თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს. მაგრამ ნება მომეცით დავამატო: უნდა იყოს ორი სახელმწიფო, დედაქალაქით იერუსალიმში“, - განაცხადა გაბრიელმა.

მისივე თქმით, ორივე მხარეს აქვს ლეგიტიმური მისწრაფებები იერუსალიმთან დაკავშირებით და გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება მოინახოს.

„გვჯერა, რომ ამ ნაბიჯმა მხარი უნდა დაუჭიროს მოლაპარაკებებს ორი სახლმწიფოს შექმნის შესახებ. იქამდე კი, ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსთან მიმართებით საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - თქვა გაბრიელმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი 2017 წლის დეკემბერში აღიარა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა