გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია განაახლეს

გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია განაახლეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის შეთავაზებას, ალტერნატიულ ფართთან დაკავშირებით არ დათანხმდებიან, რადგან ეს ფართები არ არსებობს.

"ტყუილია, არანაირი ალტერნატიული ფართები არ არსებობს. მოვიდნენ და გვაჩვენონ, სად არის ის ფართები. გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს გარემოვაჭრეთა ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა. ეს დადგმული სპექტაკლი იყო. არავინ შესულა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, ერთი ქალის გარდა, რომელიც ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს", - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ეთერ ცხადაიამ.

გარემოვაჭრეებმა გარევაჭრობის მოთხოვნით აქცია გუშინაც გამართეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა