35-ე საჯარო სკოლის დირექტორი - როგორც შევიტყვე, საღამოს 7-დან 8 საათამდე მოხდა ეს ინციდენტი, რაღაც ქუჩური გარჩევა იყო

თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორის მიხეილ ჩიკვილაძის ინფორმაციით, ორი მოზარდი, რომლებიც გუშინ დაჭრეს, მათ სკოლაში 3 წლის წინ პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩიკვილაძემ უთხრა, მოზარდები გუშინ სკოლაში არ ყოფილან.

"ინციდენტის შესახებ ტელევიზიიდან შევიტყვე. წავედი საავადმყოფოში და იქ შევხვდი მშობლებს. როგორც შევიტყვე საღამოს 7-დან 8-საათამდე მოხდა ეს ინციდენტი ყაზბეგის გამზირზე. რაღაც ქუჩური გარჩევა იყო. აქ სკოლაში არაფერი არ მომხდარა. ძალიან მშვიდად ვართ. მსგავსი დაძაბული სიტუაცია აქ არ გვქონია. მოზარდები გუშინ სკოლაში არ ყოფილან. ორივე მე-12 კლასის მოსწავლეა, პარალელური კლასელები არიან. კარგი ყოფა-ქცევით გამოირჩევიან.

ერთ-ერთი მშობელი ესაუბრა ბავშვებს და ისინი ამბობენ, რომ არ იცნობენ იმ პირებს ვისთანაც დაპირისპირება მოუვიდათ. შემთხვევით გადაეყარნენ და მოხდა ქუჩური დაპირისპირება. შურისძიების მოტივი არ უნდა იყოს, თუმცა ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ამას ვერ ვიტყვი, საგამოძიებო უწყებებმა უნდა გამოიძიონ რა იყო და როგორ იყო.

სამი წელია ეს ბავშვები ჩვენთან სწავლობენ, პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადმოვიდნენ და პარალელურ კლასებში მოხვდნენ. ერთი მოქმედი სპორტსმენია. კარგი ბავშვები არიან, შენიშვნაც კი არ აქვთ მიღებული არც მასწავლებლისგან, არც მანდატურისგან, მშვიდი, კარგი ბავშვები არიან", - განაცხადა ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, სკოლის პერსონალი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს არ გამოუკითხავთ. თუმცა, ჩიკვილაძე ამბობს, რომ გამომძიებლები გუშინ სკოლაში მივიდნენ და სკოლის ბაზები შეამოწმეს.

"ჩემი ან პერსონალის გამოკითხვა არ მომხდარა. გუშინ იყვნენ მოსული გამომძიებლები და სკოლის ბაზები შეამოწმეს რეალურად ირიცხებოდნენ თუ არა ეს ბავშვები ჩვენთან. გამოკითხვა არ მომხდარა, მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, ჩემს გამოკითხვას აზრი არ აქვს", - განაცხადა ჩიკვილაძემ.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, რის გამო იმყოფებოდნენ მოსწავლეები წითელ ბაღში. როგორც ჩიკვილაძემ განაცხადა, მას აქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ ისინი რეპეტიტორთან მიდიოდნენ და ეს მშობელმა თქვა.

"მე ბავშვებს არ გავსაუბრებივარ, არავინ შემიშვებდა მათთან. მშობელმა თქვა, რომ ისინი რეპეტიტორთან მიდიოდნენ, - განაცხადა ჩიკვილაძემ.

გუშინ, ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელ ბაღში 35-ე სკოლის ორი მოზარდი დაჭრეს. ორივე მოზარდს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს, კერძოდ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა მხარეს. ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დრომდე რჩებიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის