ხარაგაულის საკრებულოს და მერიის თანამშრომლების ხელფასები იზრდება

საჯარო სამსახურში განხორციელებული რეფორმისა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების წესში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს ხელფასები ემატებათ. 100-100 ლარით იზრდება მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსების ხელფასები, 130 ლარით – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება, 70 ლარით – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის.

ხარაგაულში ამ დრომდე მერიის სამსახურების უფროსების სახელფასო ანაზღაურება 1 400 ლარია, განყოფილების უფროსების – 1 100 ლარი, პირველი და მეორე კატეგორიების უფროსი სპეციალისტების – 700-700 ლარი.

რაც შეეხება რაიონის საკრებულოს, გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება – 2 360 ლარიდან 2 650 ლარამდე. განისაზღვრა საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეების, მოადგილეების სახელფასო სარგოები – ისინი ყოველთვიურად 1 100 ლარს აიღებენ. გაზრდილ ხელფასებს საჯარო მოხელეები თებერვლის თვეში მიიღებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა