“ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ანგარიში 2017 წლის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

ანგარიშში საუბარია პენიტენციურ და პოლიციის დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე. ასევე მასში ასახულია გახმაურებული საქმეები, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის, აფგან მუხთარლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეები, ასევე შშმ პირთა მდგომარეობა, ლგბტ პირთა უფლებები ქალთა მიმართ ძალადობა - მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტები.

ანგარიშის მიხედვით 2017 წლის განმავლობაში ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მისი გამოძიება.

დოკუმენტში ყურადღებაა განახვილებული იმაზე რომ ამ დრომდე არ შექმნილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს შეისწავლის. ანგარიშის მიხედვით 2017 წელსაც გაგრძელდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შელახვის ფაქტები.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” შეფასებით, მიუხედავად კანონში შეტანილი ცვლილებებისა კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და პრევენცია, რელიგიური უმცირესობისა და ლგბტ პირების უფლებების შელახვის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო