აუდიტის ანგარიში - „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ კონტროლის მექანიზმებში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს ეხება.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს 4 ავტომანქანაზე საწვავის ხარჯვა პროგრამულად საერთოდ არ კონტროლდებოდა.

„იმაში დასარწმუნებლად, რომ ორგანიზაციაში საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მიზნით დანერგილი კონტროლის მექანიზმები პასუხობს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საწვავის ხარჯვასთან, აუცილებელია დადგენილი იყოს თითოეულ ავტომობილზე საწვავის ხარჯვის ნორმები და დასტურდებოდეს გავლილი მანძილები. ავტომანქანებზე საწვავის ჩამოწერა ხდება ფაქტობრივად ჩასხმული საწვავის მიხედვით. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა ოდომეტრის მაჩვენებლები 2015 წელს 19 სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო 2016 წელს - 15-ზე.

არც ერთ ავტომობილზე არ არის დადგენილი საწვავის წვის ნორმა, თუ რამდენ საწვავს მოიხმარს ესა თუ ის ავტომობილი 100 კილომეტრის გავლისას. იმ ავტომობილებზეც კი, რომლებზეც არსებობს გავლილი მანძილების შესახებ ინფორმაცია, გახარჯულ საწვავზე კონტროლი მაინც ვერ იარსებებს, რადგან არ არის დადგენილი წვის ნორმა. მოწოდებული GPS სისტემის 2016 წლის მონაცემებიდან გამოვლინდა, რომ 2016 წელს 4 ავტომანქანაზე პროგრამულად საერთოდ არ კონტროლდებოდა საწვავის ხარჯვა, ხოლო 16 ავტომანქანაზე დაფიქსირებული მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივად ჩამოწერილი საწვავის მოცულებებისგან (სხვაობები აღემატება 10%-ს). საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საწვავის ხარჯვის კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მასთან დაკავშირებული რისკების განეიტრალებას. შესაბამისად, არსებობს საწვავის არამიზნობრივად მოხმარების რისკი“, - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა