სერგეი ლავროვი - ლიბიაში კონფლიქტამდე ნატო-ს ინტერვენციამ მიგვიყვანა

ლიბიაში კონფლიქტამდე ნატო-ს ინტერვენციამ მიგვიყვანა, რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საკითხის დიალოგის გზით დარეგულირებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ლიბიაში წესრიგის დასამყარებლად საერთაშორისო ძალისხმევის ჩართვის დროიდან, ჩვენ მხარს ვუჭერდით, რომ შექმნილ აუტანელ ვითარებაში სწორედ ნაციონალური დიალოგის ფარგლებში წავწეულიყავით წინ. ამას ხელი შეუშალა ნატო-ს აგრესიამ, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს და ეწინააღმდეგება. როდესაც ლიბია გადაიქცა ევროპაში კონტრაბანდის გზით იარაღის შეტანის ზონად და ევროპისკენ უკანონო მიგრანტების ნაკადმა დაიწყო სვლა, კოლოსალური პრობლემები შეიქმნა ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის იტალიისთვის“, - განაცხადა ლავროვმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს