ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტში, რომლის დროსაც 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დაიჭრა, ცივი იარაღი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ გამოიყენა

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, წითელ ბაღში მომხდარ ინციდენტში, რა დროსაც 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დაიჭრა, ცივი იარაღი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ გამოიყენა.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატმა კონკრეტული სახელი და გვარი, თუ ვინ გამოიყენა აღნიშნული კონფლიქტისას ცივი იარაღი, მედიასთან არ დაასახელა.

მისივე ინფორმაციით, ის, ვინც გამოიყენა ცივი იარაღი, იდენტიფიცირებულია და სავარაუდოდ, მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 9 კლასი და შემდეგ გადავიდა 35-ე სკოლაში. როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ სხვა პირები, რომლებიც ასევე, ადრე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მათი დაპატიჟება არ მოეწონათ მათ სხვა კლასელებს და თქვეს, რომ ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კლასთან და არა ერთ-ორ პიროვნებასთან. ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, ბავშვები ერთმანეთს შეხვდნენ მდგომარეობის გარკვევის მიზნით. დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს სურდა, ორი-სამი პირი არ ყოფილიყო ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი. ამ დაძაბული საუბრიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „მხოლოდ აშველებდა და მას ხელზე აქვს მიყენებული ჭრილობა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს