ზაზა გაბუნია - პრეზიდენტის პოლიტიკური არჩევანია, საკუთარი ინსტრუმენტები და უფლებამოსილებები გამოიყენოს იმგვარად, როგორც მას საპრეზიდენტო არჩევნების წელს არგებს

პრეზიდენტის პოლიტიკური არჩევანია, საკუთარი ინსტრუმენტები და უფლებამოსილებები გამოიყენოს იმგვარად, როგორც მას საპრეზიდენტო არჩევნების წელს არგებს, - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა გაბუნია პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ.

“ჩვენ პრეზიდენტის მხრიდან ცოტა არათანმიმდევრულობას ვხედავთ. ჰუმანიზმის გამოვლენა მას წინა წლებშიც შეეძლო და არა მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების წელს. ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი მისი ამ დამოკიდებულების მიმართ. როცა კალენდარულად მოახლოვდა საპრეზიდენტო არჩევნები, მარგველაშვილის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესებისთვის მზადებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა გაბუნიამ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა - ტრანზიტისა. შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გასული იქნება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა