დავით ნარმანია - რასაკვირველია, საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი

რასაკვირველია, საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი, - ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დედაქალაქის ყოფილი მერის თქმით, მისი მერობის პერიოდში საკრებულოსთან ინტენსიურად თანამშრომლობდა, ესწრებოდა სხდომებს, აბარებდა ანგარიშს და პასუხებს სცემდა ყველა იმ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც მოსახლეობას აინტერესებდა. ნარმანია ამჯერად საკრებულოში მისი მისვლის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ვინაიდან ის მერის პოსტს აღარ იკავებს.

„როდესაც მე ვიყავი დედაქალაქის მოქმედი მერი, რამდენჯერაც საჭირო იყო, იმდენჯერ მივედი და მერის მისვლა საკრებულოში და კონსულტაციები ასეთი ინტენსიური მანამდე არ ყოფილა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს