გმირთა მოედანზე დღეს, 1992 წლის 2 თებერვალს დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან

დღეს, გმირთა მოედანზე, 1992 წლის 2 თებერვალს დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, 1992 წლის იანვრიდან, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწყობოდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეების მრავალათასიანი საპროტესტო აქციები.

„2 თებერვალს კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერებმა მშვიდობიანი მანიფესტაცია თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს, სადაც მათ უკანონო ბანდფორმირებებმა პირდაპირი დამიზნებით გაუხსნეს ცეცხლი. დაიღუპა ათობით და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე. ეს ფაქტი არასდროს ყოფილა გამოძიებული არც ერთი სახელმწიფო უწყების მიერ. ამ ტრაგიკული თარიღის აღსანიშნავად, 11:30 საათზე, გმირთა მოედანზე პანაშვიდი გაიმართება, ხოლო 13:30 საათზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ დაგეგმილია კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ამ მოვლენების დროს დაზარალებული პირები და მათი ოჯახის წევრები. კონფერენციაზე მოწვეული არიან აგრეთვე ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა