ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, „თელასის“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონს და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მცხოვრებლებს; 14:00-დან 18:00 საათამდე - ქინძმარაულის ქუჩას (ნაწილობრივ); 10:00-დან 18:00 საათამდე - დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ლუბლიანასა და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 16:00 საათამდე სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძისა და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 13:00 საათამდე - აღმაშენებლის გამზირს (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩას; 10:00-დან 18:00 საათამდე - დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მეფე მირიანისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 14:00 საათამდე ცხინვალის ქუჩას; 11:00-დან 17:00 საათამდე - თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტალს, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალს, სოფელი გლდანის, ავშნის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე - ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალს; 12:00-დან 15:00 საათამდე - წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირს და საექიმოს ქუჩას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს