ნიკი ჰეილი - რუსეთი აშშ-ს მეგობარი არ არის

რუსეთი  აშშ-ს მეგობარი არ არის, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ „რესპუბლიკელი“ კანონმდებლების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან მუშაობა და ჩვენ ასეც უნდა მოვიქცეთ, როდესაც შეგვიძლია ეს, რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ,

გაერო-ში აშშ-ს ელჩის თქმით, „რუსეთი იქამდე არ იქნება აშშ-ს მეგობარი, ვიდრე მათი მთავრობა იმ ღირებულებების მიმდევარია და ისე იქცევა საერთაშორისო არენაზე, როგორც ახლა იქცევა“.

სიტყვით გამოსვლისას ნიკი ჰეილიმ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრ მიდგომებზე რუსეთისადმი.

„ჩვენ შემდეგი ფაქტის წინაშე ვდგავართ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამჟამინდელი ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ისე მკაცრი იყო, როგორც არც ერთი სხვა ადმინისტრაცია არ ყოფილა რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის შემდეგ. არ მესმის, რას ელოდა რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისგან“, - დასძინა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს