„ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენგეგმის განსახილველად ღია დებატების დაწყებას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენერალური განვითარების გეგმაზე ყველა პროფესიული სეგმენტის მონაწილეობით ღია დებატების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ფრაქციის ფორმატში დებატების დაწყებას გეგმავენ.

კერძოდ, ისინი 5 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე მერს კახა კალაძეს, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობას, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს, ყველა დაინტერესებულ პირს და სპეციალისტს იწვევენ.

„დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებამდე გენგეგმის შესახებ ცალმხრივად გაფილტრული ინფორმაცია მიდის. ანუ, მერია მათ ჩვენამდე ინფორმაციას დაინტერესებული მხარის მეშვეობით აწვდის. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ გენგეგმა რა დოკუმენტია საზოგადოებამ არ იცის. ამიტომ, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩვენს თავზე ავიღეთ, გავხსნათ, ღია გავხადოთ დებატები მერიისა და შემსრულებელი ორგანიზაციის და პროფესიული საზოგადოების, რათა ასეთ მსჯელობაში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯი, რომ ვიცოდეთ გენგეგმა რა სტადიაშია, ვიცოდეთ მინუსები, პლიუსები და ობიექტური სურათი“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, გენგეგმასთან დაკავშირებით იგი დღეს საკრებულოში პრესკონფერენციას გამართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს