ბრაზილიის პრეზიდენტს სათანადო დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, რამდენიმე თვეა პენსია აღარ ერიცხება

ბრაზილიის შტატ სან-პაულუს ხელისუფლება ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მიშელ ტემერს პენსიას არ ურიცხავს, ვინაიდან მას არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ცოცხალია.

სააგენტო Telam-ის ინფორმაციით, 77 წლის ტემერს დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში უნდა წარედგინა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, ნოემბრის და დეკემბრის პენსია არ მიუღია.

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ტემერს ამისთვის დრო არ აქვს. ორი თვის გადაუხდელი პენსიის ოდენობამ ჯამში დაახლოებით 30 ათასი დოლარი შეადგინა.

ტემერს პენსია წარსულში სან-პაულუს შტატის პროკურორად მუშაობისთვის დაენიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს