დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტმა სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა

პოეტ დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტმა სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა. წერილში, რომელიც დავით მაღრაძემ მიიღო,აღნიშნულია, რომ სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება არის მადლიერების გამოხატულება, რომელსაც პოეტი ორი ქვეყნის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის ეწევა.

”წერილში აღნიშნულია, რომ სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება არის მადლიერების გამოხატულება, რომელსაც ორი ქვეყნის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის ვეწევი. ასევე აღნიშნულია, რომ იტალიისა და საქართველოს მეგობრობა შორეულ წარსულში იღებს დასაბამს. წერილის ავტორი, ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი იმედს გამოთქვამს, რომ ”იტალია-საქართველო” ჩემი ხელმძღვანელობით კონკრეტული პროექტებითა და ინიციატივებით მომავალში კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გაამდიდრებს არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებს”, - განაცხადა დავით მაღრაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა