სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მონაცემებით, ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ქართული პროდუქციის უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიათა ათეულშია.
ჟურნალმა ,,Forbes”-მა ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2001 წელს დაარსდა. კომპანია აქტიურად ახორციელებს ექსპორტს ევროპის, აზიისა და დსთ-ს ქვეყნებში, 2008 წლიდან დღემდე ქართული ბრენდის ‘’ძველი კაკეთი’’ იმპორტის ლიდერია უკრაინაში.
კომპანია ფლობს ISO 22000-ის სტანდარტების შესაბამის ღვინის ქარხნებს ველისციხეში, მანავში, პატარძეულსა და ქედაში; ღვინის მარნებს საგურამოში ‘’გურამიშვილის მარანი’’ და ველისციხეში - ‘’ველისციხის ვერანდა’’-ს. საბრენდე სპირტის ქარხანას- ველისცხეში და ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს ქედასა და ჩოხატაურში.
წელს, კომპანიამ განახორციელა ახალი ინვესტიცია, კერძოდ მანავში შეიძინა ღვინის ქარხანა და მიწის ნაკვეთები, სადაც სამომავლოდ თანამედროვე სტანდარტებით ვენახების გაშენება იგეგმება.
,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინის საერთაშორისო კონკურსების ,,Decanter”, ,,Vinoterra”, ,,HKIWSC”, “WinExpo Georgia”-ს გამარჯვებულია და ფლობს 2016-2017 წლის საუკეთესო საწარმოს ჯილდოს - ,,Golden Brand”.
2017 წლიდან, KTW ჯგუფის საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა ღვინის ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით.
აღსანიშნავია გურიაში, სოფელ ასკანაში მინდინარე KTW ჯგუფის კიდევ ერთი ახალი პროექტის, „როიალ ასკანა“-ს მშენებლობა, სადაც იგეგმება, გურული ღვინის მარნის, ღვინის მუზეუმისა და თანამედროვე ტიპის სასტუმროს მოწყობა.
სულ მალე, 2018 წლის მარტში კი KTW ჯგუფი ღვინისა და ტურიზმის მოყვარულებს კიდევ ერთ სიახლეს შემოგვთავაზებს - დაგეგმილია კახეთში, კერძოდ - ახაშენში - ‘Akhasheni Wine Resort’ სასტუმროს საზეიმო გახსნა, რომელიც აერთიანებს კომფორტულ ნომრებს, საკონფერენციო, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს. ამასთანავე გვპირდება მრავალფეროვან და საინტერესო ტურებს საქართველოს მასშტაბით.
აქვე მოგახსენებთ რომ, კომპანიას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50 მლნ-იანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული სოფლის მეურეობის დარგში.
(R)