გიორგი კვირიკაშვილი - მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას

მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა, - ასე მიმართა პოლიციის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციისთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე. პრემიერის შეფასებით, პოლიციის წარმატებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის წარმატება.

”როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციაში ბევრი სიახლე იგეგმება. მე მინდა მინისტრს ვუსურვო წარმატება და დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში. პოლიციის წარმატებაზე არის დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის წარმატება. მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ავტომანქანები თავდაპირველად განკუთვნილი იყო მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის.

”როდესაც მე დავსვი საკითხი - მოდით, მივიღოთ გადაწყვეტილება და მთლიანად ეს ავტომობილები გადავცეთ საპატრულო პოლიციას, იყო სრული მხარდაჭერა და კონსოლიდაცია მინისტრთა კაბინეტში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს პიონერი ასეთი სიახლეების დანერგვაში ჩვენ ქვეყანაში”, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო