ახალგაზრდებს შორის კრივში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

ახალგაზრდებს შორის კრივში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონატს გლდანში მდებარე კრივის დარბაზი მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური დაესწრნენ. შალვა გოგოლაძემ ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი წელი ქართული კრივისთვის შარშანდელზე უფრო წარმატებული იქნება. დავით წიკლაურის თქმით კი, ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც წინ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ელოდება.

შეჯიბრება 4 თებერვალს დასრულდება. ამ დღეს გაიმართება ფინალური შეხვედრები და გამოვლინდებიან საუკეთესო მოკრივეები. 2018 წელს ახალგაზრდა მოკრივეები მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ასპარეზობის გარდა, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ, რომელსაც ოქტომბერში ბუენოს-აირესი უმასპინძლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა