მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - საქართველოს თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკა გააჩნია

საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკა გააჩნია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების შეშფოთებას შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან საქართველოს მზარდ სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს, რომ ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობა, სტაბილურობა, მეტი შესაძლებლობები რეგიონში მშვიდი განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის - ამისკენ არის მიმართული ჩვენი ყველა ქმედება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხარემ გამოხატა შეშფოთება შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან საქართველოს განგრძობადი მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო, რომელიც მოიცავს წვრთნებს, იარაღის მიწოდებას და სამხედროების მომზადებას. „აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, ანტირუსულ კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ არსებულ მიღწევებს საფრთხის ქვეშ აყენებს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს