ბიზნესომბუდსმენი არაკონდიციური საწვავის შემოტანის აკრძალვის ინიციატივაზე - არ მგონია ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას რომელიმე მოქალაქე ეწინააღმდეგებოდეს

თუ ქვეყანაში ბევრი მიმართულებით გაუმჯობესდება ხარისხის სტანდარტები, არ მგონია, რომელიმე მოქალაქე ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდეს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ არაკონდიციურ საწვავის შემოტანის აკრძალვასთან დაკავშირებით ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ზოგადად, მთლიანობაში, განსაკუთრებით თბილისში რომ გარემოს დაცვის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ გარემოს დაბინძურების ნაწილში ერთ-ერთი მთავარი დამბინძურებლები არიან სატრანსპორტო საშუალებები. მაშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ხარისხის სტანდარტების შემოღებაზე, ანუ ისეთი ტიპის რეგულაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში უფრო მაღალი ხარისხის საწვავის შემოტანას. ბუნებრივია, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები უკავშირდება სწორედ იმ გამოწვევას, რაც არის ქვეყანაში და განსაკუთარებით, თბილისში გარემოს დაცვის პრობლემატიკაზე შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ისედაც ევალება გარკვეული ხარისხის რეგლამენტების შემოღება.

"მთლიანობაში თუ ბევრი მიმართულებით ქვეყანაში გაუმჯობესდება ხარისხის სტანდარტები, მე არ მგონია, რომელიმე მოქალაქე, ვინც შეიძლება ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდეს", - განაცხადა ლექვინაძემ.

"საქართველოს ბიზნესასოციაციასა" და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საქართველოში არაკონდიციური საწვავის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს ეხება კერძოდ, დიზელის საწვავს, რომელიც, მისი თქმით, არის, პრაქტიკულად, დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა