ომბუდსმენმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, განმცხადებელი, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ა(ა)იპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) წარმოადგენს, მიუთითებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის გამო, კარაოკე ბარებში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა, თანასწორობის საკითხზე ევროკავშირის დირექტივების მიმოხილვის საფუძველზე, ყურადღება გაამახვილა მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა საქონლისა და მომსახურების მიღებისას დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე განიხილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია, ადამიანის სექსუალურმა ორიენტაციამ არ გამოიწვიოს მიკერძოება, სერვისის მიმწოდებლებს არ ჰქონდეთ წინასწარ შექმნილი ჰომოფობიური განწყობა და სერვისით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილებები არ დააფუძნონ პირის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ლგბტ+ თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლის წევრებიც დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო