პროკურატურა ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

”თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ბ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო.-მ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს. ბ.ო.-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბ.ო. 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით”, - ნათქვამია პროკურატურაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა