გიორგი მღებრიშვილი - მეხანძრე-მაშველისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა თანამედროვე ტიპის ევროპული სტანდარტისაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთავში, აღნიშნული შენობის გახსნისას განუცხადა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მეხანძრე-მაშველებმა უფრო ეფექტური მომსახურება შესთავაზონ მოქალაქეებს.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასეთივე თანამედროვე ტიპის შენობის გახსნას გურიასა და აჭარაშიც გეგმავს.

„მეხანძრე-მაშველისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამის დასტურია დღევანდელი დღეც. დღეს გავხსენით აბსოლუტურად ახალი სტანდარტების თანამედროვე ევროპული ტიპის შენობა, რომელშიც ჩვენს მეხანძრე-მაშველებს ყველა პირობა ექნებათ იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. უფრო კომფორტული სერვისი შესთავაზონ ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის პირველი შენობა, რომელიც ასეთი სტანდარტებით აშენდა. მისი მშენებლობა გასული წლის მარტში დაიწყო. უახლოეს პერიოდში ჩვენ ასევე ვგეგმავთ გურიასა და აჭარის რეგიონებში ასეთივე შენობების გახსნას. ეს იქნება პირველი ეტაპი და შემდგომ უკვე სხვა რეგიონებსაც მოვიცავთ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურში 20-მდე მაშველია დასაქმებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა