გიორგი მღებრიშვილი - თუ რაიმე ცვლილებები იქნება, ეს მხოლოდ მენეჯმენტს, ზედა რგოლს შეეხება - არც ერთი მეხანძრე-მაშველი სამსახურს არ დატოვებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებული არავინ არ არის. ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი თანამშრომელი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი, ხოლო თუკი რაიმე სახის ცვლილებები დაიგეგმება, ეს შეეხება მხოლოდ მენეჯმენტს.

მღებრიშვილის განმარტებით, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ახალი სამსახურის პრეზენტაცია მაქსიმუმ ორ თვეში გაიმართება.

ამასთან, მღებრიშვილის თქმით, მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების ზრდა არის დაგეგმილი.

”გათავისუფლებული არც ერთი თანამშრომელი არ არის. ზოგიერთი მათგანი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში, მიმდინარეობს როტაცია, ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხებით კი ჩვენ ვაპირებთ მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის მეხანძრე-მაშველებისთვის დაბალი ხელფასები, ასე რომ გათავისუფლებული, როგორც ასეთი არავინ არ არის და თუკი რაიმე ცვლილებები იქნება, შეეხება მხოლოდ და მხოლოდ მენეჯმენტს, ზედა რგოლს და არც ერთი მეხანძრე-მაშველი თავის ადგილს არ დატოვებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ ხდება სხვა დეპარტამენტებში თანამშრომლების გადაყვანა, მღებრიშვილის თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია და პირადად თვითონ ამაში რაიმე განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა