“ევროპული საქართველო” მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართველო” საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე პრემიერ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საგარეო მიმართულებით ხელისუფლება მავნებლურ ნაბიჯებს დგას, რაც აზარალებს ქვეყნის უსაფრთხოებას.

,,ახლა, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი საჯაროდ გვთავაზობს მხარდაჭერას და თანამშრომლობას, რომ საქართველოს პრობლემა იქცეს საერთაშორისო სანქციების ნაწილი, ჩვენ ვისმენთ ერთი შეხედვით უშინაარსო და უაზრო კომენტარს, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად საზიანო, მავნებლურ და უპასუხისმგებლო განცხადებას და შეურაცხყოფას ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ”ევროპული საქართველო” საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს, რომ საზოგადოებას განუმარტოს, რატომ დგამს ხელისუფლება მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ რუსეთის აგრესია იყოს რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებელია, რომ ეს პრობლემა იყოს იმ პრეტენზიების ნაწილი, რასაც თავისუფალი სამყარო უყენებს რუსეთს. ამის შანსი გაჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ უკეთ დაინახა რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. მაშინ ”ქართული ოცნების” მთავრობამ არა თუ არ იმუშავა ამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადადგა.

გვაინტერესებს ამაზე პრემიერის კომენტარი, როგორ აფასებს საკუთარი მინისტრის პოზიციას და რა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პოზიცია?! ”ევროპული საქართველო” ვთავაზობთ და მოვითხოვთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ გვითხრას ნებისმიერი დღე, როდესაც სცალია, მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს - რატომ დგამს ყოველ დღე ჩვენი ხელისუფლება გაუაზრებელ და ამავე დროს მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ’’, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა