ზაზა გაბუნიამ მუნიციპალიტეტის მერებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასტუმრო „რუმსში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო დარგისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სივრცითი განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმსჯელეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა მიმოიხილა და ამ საკითხზე სამომავლო მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა