ზაზა გაბუნია რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის თემატური და რეგიონებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. მხარეებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა გადასაწყვეტად საკანონმდებლო და საპარლამენტო მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

”დღეს შედგა ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის და ყველა რეგიონის გუბერნატორის სამუშაო შეხვედრა პარლამენტში. მე მიმოვიხილე ის საკითხები, რაც საყურადღებოა დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ჩვენი კომიტეტისთვის რეგიონის მასშტაბში. შევეხე ყველა აქტუალურ თემას და თავის მხრივ, გუბერნატორებმაც ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც საჭიროებს საკანონმდებლო და საპარლამენტო მხარდაჭერას“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე გამახვილდა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას, პოლიტიკის შემუშავებას და შესრულების პროცესზე შემდგომ დაკვირვებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

”ჩვენ ვისაუბრეთ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე. ვგეგმავთ გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვას რეგიონებში, იმიტომ, რომ კომიტეტი პოლიტიკის შემუშავებასთან ერთად, ახორციელებს დაკვირვებას პოლიტიკის შესრულების პროცესზე და ეს უკუქცევითი ხასიათის ურთიერთობა, როდესაც კომიტეტი მუშაობს საპარლამენტო სივრცეშიც და კომიტეტი ადგილზე ხედავს იმ საჭიროებებს, რომელიც რეგიონებში არსებობს, ვფიქრობ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ პოლიტიკა, რომელიც რეგიონებს ეხება და რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ, იყოს ეფექტიანი, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული. ორმხრივი თანამშრომლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და იმ სუბიექტებთან, რომლებიც არიან წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების, როგორც რეგიონების ხელმძღვანელები, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ შეხვედრის შემდეგ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის მზადყოფნა დაადასტურეს.

შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარესთან ერთად, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა