დიმიტრი ქუმსიშვილი - თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებით 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებით 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს.

ქუმსიშვილის თქმით, ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომის შემდეგ გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სხდომაზე გაიხსნა წინადადებათა ხუთი პაკეტი, რომლის თანახმადაც საქართველოს ორ უმსხვილეს ქალაქში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე განაცხადი ხუთმა კომპანიამ შემოიტანა.

უწყების ინფორმაციით, თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან: China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი) ; Kolin Insaat A.S. (თურქეთი); Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი); Medlog S.A. (შვეიცარია); Ltd Murphy Kazbegi LLC (საქართველო), Murphy Shipping and commercial Services Azerbaijan (აზერბაიჯანი)

რაც შეეხება ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას, კომისიაში შევიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან: China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი); Kolin Insaat A.S. (თურქეთი); Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი).

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ წარმომდგენებს მიეცემათ გონივრული ვადა გამოსასწორებლად.

აღსანიშნავია, რომ პირველადი წინადადებების შესწავლის შემდეგ კომისია ე.წ. „მოკლე სიას“ შეადგენს. მასში შემავალ კომპანიებს დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ (RFP).

”გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2018 წლის განმავლობაში. მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან, 18 თვეში უნდა დაიწყოს. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა ცენტრები ფუნქციონირებას პირველივე ეტაპზე, პირველივე წელს უნდა შეუდგნენ”, - განმარტავენ სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა