დიმიტრი ქუმსიშვილი - სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა გაზრდის ინტერესს ამ სექტორის მიმართ

ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, მომართვის საფუძველზე ინფორმაცია მიიღოს საქართველოში არსებული წიაღისეული რესურსების საბადოებისა და გამოვლინებების შესახებ ელექტრონულად და მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ წიაღისეულის მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ამ სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, ასევე ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი გარემოს შექმნას ემსახურება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა გაზრდის ინტერესს ამ სექტორის მიმართ, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა