გიორგი ტყემალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური შოუს მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური შოუს მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადება, რომ დღეს დაირღვა რეგლამენტი, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, განსახილველი საკითხების საფუძვლიანი შესწავლა სწორედ გაერთიანებული კომისიების სხდომაზეა შესაძლებელი და არა რიგგარეშე სხდომაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციას რეალურად არანაირი პრობლემა არ შექმნია და გადაწყვიტეს დემონსტრაციულად დაეტოვებინათ სხდომა, რათა ამას მოჰყოლოდა რეზონანსი. თუმცა, მისი შეფასებით, რეალურად ოპოზიციამ საინტერესო შეხვედრა გამოტოვა.

“გადაწყვეტილება მიღებულია რეგლამენტის სრული დაცვით. მივიჩნევთ, რომ გაერთიანებულ სხდომაზე ბევრად უფრო ეფექტურია მუშაობა, რაშიც ოპოზიციონერმა კოლეგებმა არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან მათი თვითმიზანია, პოლიტიკური შოუს მოწყობა, რაც მათ არ გამოუვიდათ. მიუხედავად მათი არაერთი განცხადებისა, რეალურად მათ არ შეექმნათ პრობლემა, უკვე ყველანაირი კომფორტი და პირობა იყო, რომ ჩატარებულიყო სხდომა, მაგრამ მათ ამაში მონაწილეობა არ მიიღეს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო