გიორგი ტყემალაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება სატენდერო თუ ტექნიკური ზედამხედველობის კრიტერიუმები

ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება სატენდერო თუ ტექნიკური ზედამხედველობის კრიტერიუმები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული კომისიების სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუ გამოიკვეთება კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, მათ კითხვა უნდა გასცენ ყველა არსებულ კითხვას. ტყემალაძის განცხადებით, თბილისის საკრებულო აქტიურად იმუშავებს იმ კუთხით, რომ სამომავლოდ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. მან დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა.

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება გარკვეული პასუხისმგებელი პირები, ყველამ უნდა გასცეს პასუხი შესაბამის კითხვას. ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები, შესაბამისად, ასევე მივიღეთ გარკვეული ინფორმაცია და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომავალში კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ კრიტერიუმები, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება სატენდერო თუ ტექნიკური ზედამხედველობის კრიტერიუმები”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა