ირაკლი ხმალაძე - თბილისის მერია წარმოადგენს კონკრეტულ კონცეფციას, რომლითაც მოსახლეობა დაზღვეული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხოდ შესრულებისგან

მნიშვნელოვანია ის სამართალწარმოების პროცესი, რომლითაც უნდა დადგინდეს, თუ რა პრობლემა ჰქონდა პროცესს დაწყებული ნულიდან სამუშაოების დასრულებამდე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია წარმოადგენს კონკრეტულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობა დაზღვეული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხოდ შესრულებისგან.

“უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ ახალ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მოსახლეობა მომავალში დაზღვეული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე ასეთი ფაქტებისგან. კვლავ მნიშვნელოვანია ის სამართალწარმოების პროცესი, რომლითაც უნდა დადგინდეს, თუ რა პრობლემა ჰქონდა პროცესს დაწყებული ნულიდან სამუშაოების დასრულებამდე, რათა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და შეიცვალოს ის პროცედურები და მექანიზმები, რომლითაც ხორციელდება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის შექმნა”, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო