ოთო კახიძე - რაც გიორგი მარგველაშვილმა ივანიშვილის მითითებები არ შეასრულა, მთელი სახელისუფლებო აპარატი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანაირი მეთოდით ჩაება

რაც გიორგი მარგველაშვილმა ხასიათი გამოავლინა და ივანიშვილის მითითებები არ შეასრულა, იქედან მოყოლებული მთელი სახელისუფლებო აპარატი პრეზიდენტის წინააღმდეგ ყველანაირი მეთოდით ჩაება ბრძოლაში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სახელისუფლებო გუნდი აქტიურად ცდილბს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„რაც გიორგი მარგველაშვილმა ხასიათი გამოავლინა და ივანიშვილის მითითებები არ შეასრულა, იქიდან მოყოლებული მთელი სახელისუფლებო აპარატი პრეზიდენტის წინააღმდეგ ყველანაირი მეთოდით ბრძოლაში ჩაება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გაუთავებელ კინკლაობას ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ესხმიან თავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ცდილობენ დააკნინონ. ეს კინკლაობა იმ დონემდეც კია დასული, რომ პრეზიდენტის გამოსახლებას ითხოვდნენ რეზიდენციიდან, რომელშიც პრეზიდენტი თავის საქმიანობას ახორციელებს“, - განაცხადა ოთო კახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო