მალხაზ მაჩალიკაშვილი - ბატონმა შოთაძემ განმარტა, რომ გამოძიების მასალების ნაწილი არის გასაიდუმლოებული, მათი გაჟღერება არ შეიძლება და ამიტომ არ ამოვიდა ხეობაში

ბატონმა ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ გამოძიების მასალების ნაწილი არის გასაიდუმლოებული, მათი გაჟღერება არ შეიძლება და ამიტომ არ ამოვიდა ხეობაში, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა 360 გრადუსის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა ის მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც მას აქამდე ჰქონდა.

”მთელი პანკისის ხეობა ითხოვდა ბატონი შოთაძის პანკისში ამოსვლას, რათა გასაუბრებოდნენ მას და დაესვათ შეკითხვები. თუმცა, მე დამიკავშირდნენ თბილისიდან და შემომთავაზეს, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში 10-12 კაციანი ჯგუფით, მე უარი ვუთხარი, ამის შემდეგ კიდევ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ოჯახთან ერთად ჩამოვსულიყავი. მე მოვისმინე უხუცესების აზრი და მათ მითხრეს, რომ ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი მთავარ პროკურორს. პირველად შოთაძემ დაიწყო საუბარი, მე რომ დამეწყო ვკითხავდი, თუ რატომ არ ამოვიდა ის ხეობაში. ვიდრე მე ვეტყოდი, თავად დაიწყო ამაზე საუბარი და ახსნა, რომ რაღაც ნაწილი არის გასაიდუმლოებული და არ შეიძლება ითქვას, სწორედ ამიტომ ვერ ამოვედი ხეობაშიო. მე თან ადვოკატი მყავდა და ამათ შეიძლება რაიმე გაიგეს, მაგრამ მე თავი და ბოლო ვერ გავიგე. მე არანაირი კონკრეტული პასუხები არ მიმიღია, თუმცა იმედით ვცხოვრობ”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა