მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ კიევში დაგეგმილ ხვალინდელ მარშზე შესაძლოა, პროვოკაციები მოხდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ მისი პარტიის მიერ კიევში დაგეგმილ ხვალინდელ მარშზე შესაძლოა, პროვოკაციები მოხდეს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ახლა გავიგე, რომ 4 თებერვალს კიევის ცენტრში ორგანიზაცია „Авто Евро Сила“-ს საპროტესტო აქცია იგეგმება. თანაც, ბოლო მომენტში ორგანიზატორებმა შეცვალეს აქციის დრო ისე, რომ ის პოროშენკოს გადაყენების მოთხოვნით ჩვენს მრავალრიცხოვან მარშს დაემთხვეს. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ „Авто Евро Сила“-ს ხელმძღვანელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო ფული იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს მარშს. ამავდროულად, ადმინისტრაციამ გამზირზე დაამონტაჟა რკინის კონსტრუქციები, რათა ჩვენ სცენა არ აღვმართოთ“, - წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი პარტია საკუთარ თავზე ვალდებულებას იღებს, მოკლე დროში გაათავისუფლოს უკრაინის ავტობაზარი მონობისა და არაჯანსაღი კონკურენციისგან და ყველა მანქანის 300 ევროდ განბაჟება უზრუნველყოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს