კახა კალაძე - რა მაქვს სადებატო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როდესაც ჯერ გენგეგმა არ არსებობს?

გაუგებარია გავმართოთ დებატები გენერალურ გეგმაზე, რა მაქვს სადებატო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როდესაც ჯერ გენგეგმა არ არსებობს? - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებაზე. ვაჩეიშვილის განცხადებით, გენერალური განვითარების გეგმაზე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით დებატები უნდა დაიწყოს.

კახა კალაძის თქმით, გენგეგმის შემუშავებაში ჩართულია თავად გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

”მე მივმართე ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც სურვილი გააჩნია მიიღონ მონაწილეობა ამ განხილვებში, წარმოადგინონ თითო კომპეტენტური ადამიანი. ჩვენ ყველანაირ დოკუმენტაციას მივაწვდით, რაც დღეს მერიაში არსებობს. ჩაერთონ ამ ჯგუფში და ერთად განვიხილოთ. მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქ სადებატო არაფერია”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს