დონალდ ტრამპმა საგამოძიებო კომიტეტს საიდუმლო ჩანაწერების გამოქვეყნების უფლება მისცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უფლება მისცა გამოექვეყნებინათ საიდუმლო ჩანაწერები, სადაც საუბარია 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიის საქმის გამოძიებისას გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამდებობის პირების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე.

ჩანაწერების გამოქვეყნება აძლიერებს ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას იმ განცხადებების წინააღმდეგ, რომელთა მიხედვით მის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთის მთავრობას შორის გარიგება შედგა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტმა ჩანაწერები მაინც გამოაქვეყნა, მიუხედავად საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგობისა.

ჩანაწერებში ნათქვამია, რომ მთავრობის წევრებმა რესპუბლიკურ პარტიასთან შედარებით დემოკრატიულ პარტიას მიანიჭეს პრივილეგიები და ფედერალურმა სამართალდამცავებმა გადააჭარბეს საკუთარ უფლებამოსილებას, როცა მოითხოვეს ნებართვა თვალყური ედევნებინათ ტრამპის კამპანიის მრჩევლის კარტერ ფეიჯისთვის.

„ვფიქრობ, ეს საშინელებაა. ის რაც ქვეყანაში ხდება სამარცხვინოა. როცა ამას ხედავ, ბევრ ადამიანს უნდა რცხვენოდეს ამის“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.