ნინო ჯანგირაშვილი - „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ რეალური კრიზისია

ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ სხვადასხვა სახის დარღვევები არსებობს, რის გამოც ტელევიზიაში კრიზისია შექმნილი. ამის შესახებ ჯანგირაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რუმსში" განუცხადა, სადაც ამ წუთებში მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "საერაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შეხვედრას მართავს.

შეხვედრას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადო მოღვაწეები და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

"ვასუბრობთ იმაზე, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ რეალურად ყველა თვალსაზრისით კრიზისია. სისტემური კრიზისია და რომელიც შემდეგ ვლინდება ხან ბუღალტრის მიერ შეცდომით გადარიცხულ ხელფასში, ხან ეთერში არაადამიანური და არანორმალური რეპორტაჟის გაშვებაში, მენეჯმენტის თავნებობაში, ხელფასების გაუმჭვირვალედ ხარჯვაში და ა.შ. შეხვედრაზე მყოფი ყველა პირი თანხმდება იმაზე, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ რეალური კრიზისია და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. სამოქალაქო საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასე ვისხდეთ და ვუყუროთ, როგორ იყრება წყალში ჩვენი ფული", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო