რატი ამაღლობელი - ჩვენ მოწმე ვართ, როგორ გადაყლაპა ხელისუფლების ინტერესმა ეს მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჰქვია

ჩვენ მოწმე ვართ, როგორ გადაყლაპა ხელისუფლების ინტერესმა ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჰქვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოეტმა რატი ამაღლობელმა განუცხადა. მის თქმით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა, პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ისაუბრეს.

„პოეტ რატიანის საქმესთან დაკავშირებით მწერლების პოზიცია იგივეა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ყველანაირი კანონის დარღვევით და ეთიკური კომპრომისების ხარჯზე ამ სიუჟეტის გაკეთების კუთხით ჩვენი პოზიცია იგივეა. ახლა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია შედგა და ჯგუფი გაფართოვდა. დღეს უკვე საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ეცდება იმას, რომ დაიწყოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საზოგადოებისთვის დაბრუნების პროცესი. ჩვენ მოწმე ვართ იმისა, როგორ გადაყლაპა ხელისუფლების ინტერესმა ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჰქვია. პრობლემის მოსაგვარებლად მთელი საზოგადოების ფართომასშტაბიანი მუშაობა დაიწყება. ვფიქრობ, რომ მწერლების გარდა, საზოგადოების თითოეულ სფეროს მოვიცავთ. აქტივობის მთავარი მიზანიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საზოგადოებისთვის დაბრუნება იქნება“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ჩანაწერში ზვიად რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის, პოლიციელები კი პოეტს დამშვიდებისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ჩანაწერი სრულად არ ასახავს დაკავების მომენტს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან შსს-ს მიერ გადაღებული კადრების გავრცელებას საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა