გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, რომ „გირგვლიანის შესწორებები“ არ დაიკარგება, არ აორთქლდება, ისე როგორც ბევრი სხვა მოლოდინი, რაც მქონდა

იმედი მაქვს, რომ „გირგვლიანის შესწორებები“ არ დაიკარგება და არ აორთქლდება, ისე როგორც ბევრი სხვა ის მოლოდინი, რაც მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ინიციატივას „გირგვლიანის შესწორებები“ მხარს უჭერს.

„მე დღესაც, გუშინაც მითხრეს, რომ არის ისეთი დამოკიდებულება, თითქოს მე ამის წინააღმდეგ გამოვედი. რეალურად , როგორც ყოველთვის პოლიტიკოსებში არის მოსმენილის ან წაკითხულის აღქმის პრობლემა. ეს ძალიან სტანდარტული პრობლემაა პოლიტიკოსებში. რამდენიმე გამოსვლა მქონდა და ყველგან ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ ამ ცვლილებებს. მეტიც, მაქვს ჩემის სპეციფიკური წინადადებები, რა უნდა ჩაიწეროს ამ ცვლილებებში. კიდევ დავამატე, რომ მზად ვარ და ვმუშაობ იმაზე, რომ ჩამოვიყვანოთ ექსპერტები, სხვა ქვეყნებიდან, რომ დაგვეხმარონ ხარისხიანი ცვლილებების განხორციელებაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების - ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

გუშინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობას შესთავაზა, რომ ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა