გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პარლამენტმა ვეტო დაძლიოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონს, რომელსაც ვეტო დაადო, პარლამენტმა დაძლიოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტებს, რომლებსაც ვეტო დაადო და შემდეგ პარლამენტმა დაძლია, მოგვიანებით ცვლილებები კვლავ შევიდა.

„რა ვეტოც დავადე, რომელიც ვეტოც გამოვიყენე, ყველა ვეტო, მერე ისევ გადაწერეს. მაგალითად, ვეტო ეროვნული ბანკის თაობაზე, ვეტო კონსტიტუციაზე, რაზეც ვეუბნებოდი, რომ ეს ცვლილებები შეასატანია, დღეს თავად შეაქვთ ეს ცვლილებები... ძალიან დიდი შანსია ეს ვეტო დაძლიონ. თუნდაც მარტო იმისთვის, რომ იგრძნონ ემოცია - ჩვენ შეგვიძლია ვეტოს დაძლევა. უყურებთ ხოლმე ეთერს, როდესაც ვეტოს გამოვაცხადებ, მერე როგორი ემოციაა?! უცებ ამბობენ - „ჩვენ ვეტოს დაძლევა შეგვიძლია“ . ერთიანობის, აღფრთოვანების განცდაა, რომ თურმე ვეტოს დაძლევა შეუძლიათ. შესაძლოა, მარტო პოლიტიკური რაღაცის გამო დაძლიონ. მერე აიღონ და ისევ ის კანონი დაწერონ, რაც მე ვეტოში დავუწერე. ასე არაერთხელ ყოფილა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა