ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა -ჩემს შვილს აბრალებენ ორი არასრულწლოვნის მკვლელობას - ეს ცილისწამებაა

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებული არასრულწლოვნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს მკვლელობა არ ჩუდენია. როგორც ბრალდებულის დედამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მისი შვილის საწინააღმდეგოდ მოწმემ არასწორი ჩვენება მისცა. ბრალდებულის დედა არ გამორიცხავს, რომ მომხდარ ტრაგედიაში „ორ ან სამ ადამიანს აფარებდნენ ხელს“.

„ჩემს შვილს აბრალებენ ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობას, მხოლოდ მოწმის ცრუ ჩვენებით. ეს ალბათ, მოწმემ იმიტომ გააკეთა, რომ თავისი თავი დაეძვრინა. სხვა პასუხები არ არის, არც სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები არ გვაქვს და ბავშვს ორი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. ეს პირდაპირ ცილისწამებაა. ამით ძალიან დათრგუნულები ვართ. მინდა, ამ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირმა შესაბამისი დანაშაულისთვის აგოს პასუხი რაც ჩაიდინა. მათ შორის, ჩემმა შვილმაც თუ ის დამნაშავეა“, - განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.

მისივე თქმით, მისი შვილი ამ დროისთვის, დუმილის უფლებით სარგებლობს.

„იმიტომ რომ გამოძიება არ მიდის ისე, როგორც საჭიროა და ამ საქმეში ჩვენ ადვოკატი გვიან ჩავრთეთ, ჩემი შვილი, ახლა, დუმილის უფლებით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ის ჩვენებას მისცემს“, - განაცხადა ბრალდებულის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა