არჩილ თალაკვაძე - ცუდია, რომ პრეზიდენტმა დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს

ცუდია, რომ პრეზიდენტმა დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ცუდია, რომ მან დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, რადგან ფრაქცია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ჩვენ მას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ უკვე საზოგადოებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა