ეკა ბესელია - არც ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება

არც ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებული შემოწმების ანგარიშებზე იმსჯელეს.

ბესელიას განცხადებით, 2013 წლამდე პერიოდთან შედარებით, უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და დადებითი სურათია.

„ის პრობლემები, დარღვევები, ხარვეზები, რომელზეც აუდიტის სამსახური ამ უწყებებში 2013 წლამდე პერიოდში წერდა, დღეს აღმოფხვრილია. ანგარიშში რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი დინამიკა და სურათია. არც ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება. მთლიანობაში ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმისთვის, რომ დაგვენახა ამ დადებითი დინამიკისა და ტენდენციების უფრო ღრმა შინაარსი. ამდენად ვფიქრობ, რომ ეს იყო საინტერესო მოსმენა“, - განაცხადა ბესელიამ.

ნდობის ჯგუფის სხდომას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და აუდიტის სამსახურის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა