მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. სავარაუდოდ, 7 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება, რაზეც გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში იხილავს.

სავარაუდოდ, მომავალ კვირას, პირველი მოსმენით განიხილავენ “სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში დეპუტატთა ეთიკის კოდექსის მიღება იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა