გიორგი გახარია - მართლწესრიგი ვერ დამყარდება, თუ არ იქნება ქმედითი თანამშრომლობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის

ვერანაირი მართლწესრიგი ქვეყანაში ვერ დამყარდება, თუ არ იქნება ქმედითი თანამშრომლობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. შესაბამისად, ჩვენ ამ ნდობის ხიდს ვაშენებს ახლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო აღიარებს, რომ პრობლემები არსებობს და მათ მოსაგვარებლად მუშაობას იწყებს. „პირველი მიზანი ჩვენთვის იყო პრობლემის აღიარება, რაც ჩვენ ფაქტობრივად გავაკეთეთ. დავსვით ეს პრობლემა. შემდგომ თემა იყო პრობლემის შეფასება. დანაშაულის სტატისტიკის ციფრების გამოქვეყნების და აღიარების გარეშე შეფასება ვერ მოხდებოდა. საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს ყველა დეპარტამენტში გამჭოლად უნდა იყოს გაძლიერებული. ადამიანის რესურსების მართვა უნდა იყოს სულ სხვა ხარისხზე აყვანილი. გამოძიება და გამომძიებელი უნდა გახდეს ის ინტელექტუალური ძალა, რომელიც წინ უნდა ამოძრავებდეს ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურას. ვერანაირი მართლწესრიგი ქვეყანაში ვერ დამყარდება, თუ არ იქნება ქმედითი თანამშრომლობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. შესაბამისად, ჩვენ ამ ნდობის ხიდს ვაშენებს ახლა. ამისთვის დაგვჭირდა ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც გვეთქვა ის რეალობა, რაც არის“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ჩნდება ახალი დანაშაულებიც.

„როგორიც არის „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა. როგორიც არის, „ქურდული შეკრების“ ორგანიზება. როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ პასიური წევრობა. თუმცა, ამასთან ერთად ჩვენ შემოგვაქვს სიახლე და „ქურდული სამყაროს“ ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს და დაეხმარებიან საგამოძიებო ორგანოებს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან“, - განაცხადა გახარიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის